istoriuli soflebi  
  
 
 

vardisubani

ნასოფლარი ისტორიულ ქვემო ქართლში, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ხრამის (ქციის) მარჯვენა ნაპირზე, ლიპარიტის უბნის, დღევანდელი ბედიანის ჩრდილო-დასავლეთით.

ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით „მოდამნახეს ქუეით არს ვარდისუბანს მონასტერი უგუმბათო, შუენიერს ადგილს“. იოანე ბატონიშვილი „ქართლ-კახეთის აღწერაში“ ვარდისჭალის სახელით იხსენიებს ქციის ხეობის სოფლებს შორია.

ამჟამად ნასოფლარია. შემორჩენილია მონასტრის ნანგრევები, რომლებიც მდებარეობს მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე, მოდამნახეს სამხრეთით, კლდეისის ხევის ზევით. ბაზილიკა (დაახლ. 18 X 21 მ) მოპირკეთებულია თლილი ქვით. ჩრდილოეთის მხარეს აქვს გარშემოსავლელი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკი მოგებულია ქვითა და კირხსნარით. კედელები შელესილია. შესასვლელის თავზე ამოკვეთილია ჯვარი და ბერძნული წარწერა.


მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი